fbpx

ხარჯების კალკულატორი

გამოიყენეთ ხარჯების კალკულატორი მშენებლობის ხარჯების გამოსათვლელად.

გამოთვალე

მომსახურების შესახებ

ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მოდელებზე საპროექტო დოკუმენტაციის დიდი ნაწილი დამუშავებულია, თუმცა კონკრეტულ მიწაზე მშენებლობის ნებართვის აღებას ესაჭიროება დამატებითი დოკუმენტების (ტოპო, გეოლოგიური დასკვნა, სატრანსპორტო სქემა…) აღება და შემდეგ პროექტის მორგება – შეთანხმება და ნებართვის აღება.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოპოვებას, პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის აღებას.  თუმცა სერვისის ღირებულება დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე.

მაგალითისთვის, 60 კვ.მ.-მდე ფუნდამენტის მქონე, 5 მეტრამდე სიმაღლის, პროექტები გადის პირველ კლასის დროებით ნაგებობებში, რის გამოც მათზე ნებართვის მოპოვება სწრაფად და მარტივად ხდება.

ნებართვის ხარჯები 60-კვ.მ.-მდე (პირველი კლასის) პროექტებისთვის:

ესკიზური პროექტი/შეთანხმება 10 ლარი/კვ.მ.
კონსტრუქციული პროექტი 10 ლარი/კვ.მ.
ტოპოგრაფიული ნახაზი ≈ 500 ლარი
ფოტომონტაჟი/რენდერები ≈ 500 ლარი

მშენებლობის ნებართვის მიღების ხარჯები თუ პროექტი აღემატება 60 კვ.მ.-ს:

არქიტექტურული პროექტი/შეთანხმება 18 ლარი/კვ.მ.
კონსტრუქციული პროექტი 10 ლარი/კვ.მ.
საინფორმაციო დაფა ≈ 200 ლარი
ტოპოგრაფიული ნახაზი ≈ 500 ლარი
გეოლოგიური კვლევა/დასკვნა ≈ 1500 ლარი
ფოტომონტაჟი/რენდერები ≈ 500 ლარი
სატრანსპორტო კვლევა ≈ 500 ლარი
მწვანე ნარგავების ექსპერტიზა ≈ 1 ლარი/კვ.მ.
უსაფრთხოების ექსპერტიზა ≈ 3 ლარი/კვ.მ.
კონსტრუქციურლი დასკვნა ≈ 500 ლარი
მუნიციპალიტეტის მოსაკრებელი ≈ 4 ლარი/კვ.მ.

რატომ გალვანიზირებული ფოლადი?

ჩვენი გამოცდილება გვაძლევს კონკურენტულ უპირატესობებს ჩვენს სფეროში სხვებთან შედარებით:

  • უფრო ხანგამძლე, – არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას
  • უფრო იაფი ექსპლოატაცია, – ენერგო ეფექტური
  • უფრო სწრაფი და კომფორტული მშენებლობა
  • უფრო მარტივი, – ზუსტად იცით რას ყიდულობთ და რა ფასად
  • მშენებლობა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ლოკაციაზე
  • უფრო მართვადი და კოტროლირებადი, ხარისხი

ხშირად დასმული შეკითხვები

  • რა არის და რისთვის არის საჭირო გრგ?

    გრგ ეს არის განაშენიანების რეგულირების გეგმა რომელიც საჭიროა გაკეთდეს ისეთ ტერიტორიებზე რომელიც ჯერ არ არის განაშენიანებული. მისი მომზადების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და შესაძლოა გაგრძელდეს 6-დან 12 თვემდე.

  • რისთვის არის საჭირო ტოფოგრაფიული ნახაზი?

    ეს ნახაზი საჭიროა მიწის რელიეფის აღსაწერად იმისათვის რომ შემდეგ სწორად მოხდეს სახლის და ეზოს დაგეგმარება.

  • რისთვის არის საჭირო გეოლოგიური დასკვნა?

    საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა ეს არის რომელიც აუცილებლად უნდა მომზადდეს სახლის დაგეგმარებამდე.

  • რა ვადა სჭირდება პროექტირებას?

    მშენებლობის ნებართვის აღების ვადების ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია რადგან ის დამოკიდებულია ბევრ საკითხზე. თუ მიწის ფუნქცია და კოეფიციენტები განსაზღვრულია შესაძლებელია პროცესი 1-3 თვეში დასრულდეს, ხოლო თუ გრგ გასაკეთებელია, – შესაძლოა 9 თვეს გადააჭარბოს…