fbpx
  • მარტი

    23

    2023
  • 11192
  • 0
რა ჯდება კერძო სახლის მშენებლობა?

რა ჯდება კერძო სახლის მშენებლობა?

ყველაზე ნერვებ-მომშლელი პასუხი ამ კითხვაზე არის ალბთ „გააჩნია“ :), გააჩნია რას, სად, და როგორ აშენებთ…

სამწუხაროდ ეს პასუხი ნერვებ-მომშლელია მაგრამ ამავე დროს სწორი პასუხია. სწორედ ამიტომ მშენებლების დიდი უმრავლესობა გეტყვით რომ შავი კარკასის ფასები იწყება მაგალითად 200 აშშ დოლარიდან, მაგრამ წმინდა მარკეტინგული მიდგომის გამო ვერავინ იტყვის რომ ეს 200 შეიძლება ბოლოს 400-ზე მეტიც აღმოჩნდეს…

ამ ჩანაწერში შევეცდებით დაგანახოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენენ სახლის ღირებულებაზე.

  • მოშენების ფართობის ზომა. რაც უფრო დიდია სართულის ფართობი, მით ნაკლები პერიმეტრის საჭიროება მოდის 1. კვ.მ.-ზე. ვინაიდან პერიმეტრის კედელი „კარკასში“ ძვირადღირებული ნაწილია, მოშენების ფართობის ზრდა ხარჯებს კვ.მ-ზე მნშვნელოვნად ამცირებს; მაგალითისთვის: თუ პირველი სართულის ფართობი გაიზრდება 50-დან 100 კვ.მ.-მდე, სახლის ერთ კვადრატულ მეტრზე საჭირო პერიმეტრის ბლოკის რაოდენობა შემცირდება დაახლოებით 30%-ით… ასევე ხდება კარფანჯრის, ფასადის მასალებისა და შრომის ღირებულების შემცირება კვ.მ.-ზე ანგარიშით.
სამშენებლო ფართობის ზრდის შედეგად სამშენებლო ხარჯების შემცირება კვ.მ./ზე
  • მიწისქვეშა სართულის არსებობა. მიწისქვეშა სართული არის ძვირადღირებული კომფორტი. განსხვავებით მიწისზედა სართულისგან, მას ესაჭიროება მიწის ამოჭრა, ბეტონის კედლები, კედლის ყალიბები, ჰიდროიზოლაცია და რაც მთავარია მეტი დრო რომელიც მძიმე გავლენას ახდენს მშენებლის ზედნადები ხარჯების ოდენობაზე. მაგალითისთვის: მიწისქვეშა სართულზე მოდის დაახლოებით 50%-ით მეტი რკინაბეტონი ვიდრე მიწისზედა სართულზე… თუმცა ვინაიდან ფასადის ხარჯები ამ შემთხვევაში არ არის (კარფანჯარა, მოპირკეთება), ერთეულზე გადაანგარიშებით კვადრატულ მეტრზე ღირებულება ბევრად არ იცვლება (მიწისქვეშა ფართს თუ ჩავთვლით სასარგებლო ფართობში). ანუ სხვა სიტვებით რომ ვთქვათ კვადრატულ მეტრზე ხარჯები მნიშვნელოვნად არ მოიმატებს მაგრამ მნიშვნელოვნად მოიმატებს აბსოლიტური ხარჯები (30% პროცენტით მაინც)…
  • მიწისზედა სართულების რაოდენობა. რაც მეტია სართული მით ნაკლებია ფუნდამენტის ფილის ხარჯები. ფუნდამენტის ფილა შედარებით კაპიტალ-ინტენსიური ნაწილია, ამიტომ ერთიდაიგივე ზომის სახლის განთავსება ორ სართულად ანახევრებს ფუნდამენტის ფილის ზომას და ზრდის ეზოს ფართობს, და ეს ეფექტი მით უფრო დიდია რაც მეტია სართულების რაოდენობა. თუმცა გამომდინარე იქედან რომ ფასადის ხარჯების პროპორცია და მშენებლობისათვის საჭირო დრო გაიზრდება, – საერთო ჯამში ეფექტი მნიშვნელოვანი არ არის… ამიტომ როცა გადაწყვეტილებას მიიღებთ სართულების რაოდენობის შესახებ, უფრო დიზაინზე და ეზოს ფართობზე იფიქრეთ ვიდრე ხარჯებზე…
  • გამოყენებული მასალების ხარისხი და რაოდენობა: რა თქმა უნდა ძვირადღირებული მასალების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ღირებულებას, განსაკუთრებით ფასადის ბლოკი, კარფანჯარა, მოპირკეთების სახეობა…ამასთან, მნიშვნელობა აქვს დიზაინის სტრუქტურულ პარამეტრებს… მაგალითად კარფანჯრის მიერ დაკავებულ ემოციურ და რაციონალურ ფართობებს შორის სხვაობა შეიძლება 100% იყოს…
  • გადახურვის სახეობა: ზოგადად ითვლება რომ ქანობიანი გადახურვა უფრო იაფი ჯდება ვიდრე ჰორიზონტალური, რადგან რკინაბეტონის ფილა შედარებით მეტი გამოდის ხარჯებში (დრო, დგარები, ყალიბები, არმატურა, ბეტონი, შრომა). ამასთან მას აუცილებლად ესაჭიროება დათბუნება, მსუბუქი ბეტონით მოჭიმვა და ჰიდრო-იზოლაცია… თუმცა როცა ქანობიან სახურავს ვაკეთებთ, იზრდება სახურავის ფართობი. ამასთან თუ უბრალოდ არ გადავხურავთ და აქაც გამოვიყენებთ თბოიზოლაციას, ორქთლის დიფუზიურ მემბრანებს და ჰიდროიზოლაციას (ანუ თუ ხარისხიანად გააკეთებთ), ხარჯები საერთო ჯამში ძალიან დაუახლოვდება ბეტონის ფილის სახურავისას. შესაბამისად, აქაც ჩვენი რეკომენდაციაა, – გადაწყვეტილების მიღებისას უფრო დიზაინზე იფიქრეთ ვიდრე ხარჯებზე…
  • მშენებელთან შეთანანხმების პრინციპი: შეთანხმების პრინციპზე არის დამოკიდებული ინიციატივები სამშენებლო ბიუჯეტთან, ვადებთან და ხარისხთან მიმართებაში. თუ მშენებლის მოგება ითვლება დახარჯული ბიუჯეტიდან გამომდინარე პროცენტული ოდენობით, მაშინ ინიციატივები ხარჯების შემცირებაზე ნაკლები იქნება (უმრავლეს შემთხვევაში გვექნება გადახარჯვა), ხოლო თუ შეთანხმდებით მხოლოდ ერთ ციფრზე – (მაგალითად 450 აშშ./კვ.მ.-ზე) მაშინ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ ხარისხს, რადგან გაჩნდება კონფლიქტური ინტერესები გამოყენებული მასალების და შესრულების ხარისხთან მიმართებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი რეკომენდაციაა რომ შეთანხმებისთვის ხარჯთაღრიცხვასთან ერთად გამოიყენოთ შესრულების ვადების დეტალური გეგმა, რომელიც მომზადებული იქნება ობიექტურად… სწორად შეკრული პირველი ღილი ბევრ პრობლემას აგარიდებთ თავიდან…
სანიმუშო პროექტის ხარჯების გეგმა კვირის ჭრილში

სამშენებლო გეგმისა და ბიუჯეტის ნიმუში – Download PDF.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

ხარჯების კალკულატორი

გამოიყენეთ ხარჯების კალკულატორი მშენებლობის ხარჯების გამოსათვლელად.

მოითხოვე
ბოლო სტატიები
ყველაზე პოპულარული
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor