დიახ. მინაბმაბა ან მინერალური ბამბა წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა, კარგ თბო და ხმის იზოლატორს, და ამასთან არის ცეცხლგამძლე.
თუმცა იმისათვის რომ ბამბამ ფუნქციები შეინარჩუნოს აუცილებელია მისი დაცვა ორთქლისაგან, რომელიც წარმოიშვება ნორმალური ცხოვრების პირობებში. ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ ორთქლ-საიზოლაციო, დიფუზიურ, მემბრანას ინტერიერში, რომელიც იცავს ბამბას დანესტიანებისგან, და ამასთან ხელს არ უშლის ორთქლის გატარებას სახლის კედლებში…
ასევე, ფასადის მხრიდან შენობა დაცულია სპეციალური ქარსაწინააღმდეგო, ჰიდროიზოლაციური, მსუნთქავი მემბრანით და საიდინგის “ვენტილირებადი” აპლიკაციით, – რაც უზრუნველყოფს ფასადის მუდმივ სიმშრალეს…
და ბოლოს, თბოგადამცები ხიდები რკინის კარკასსა და თუნუქის საიდინგს შორის გაწყვეტილია 3 სმ სისქის OSB-ს ფენით (1.2 მმ ფანრები მთლიან დასადზე + 1.8 მმ სარტყელები).